თრენინგი მეოთხე დღის რეფლექსიის განხილვით დავიწყეთ, რადგანაც არავის არ ჰქონდა სრულყოფილად დაწერილი, მხოლოდ ქალბატონ ელენეს და შექებაც მან დაიმსახურა. მართლა კარგად დაუწერია, მეც შევავსე ჩემი რეფლექსია და სხვებმაც.
შემდეგ ვისწავლეთ თუ როგორ დავამატოთ ბლოგზე გვერდები. ეს რათქმაუნდა მჭირდება, ზოგი ინფორმაცია უნდა შევინახო, ზოგიც გამოვაქვეყნო. მე სამი გვერდი დავამატე:
1. მთავარი----------------- აქ ჯერ არაფერი მაქვს
2.ჩემს შესახებ--------------- ცოტა ჩავწერე, მერე შევავსებ
3ფოტოგალერეა-------------- ვცადე ფოტო შემეტანა, გამომივიდა.
შემდეგ გადავედით "|Google"-ს საძიებო სისტემის გამოყენების შესწავლაზე,რადგან ბუკლეტები გვაქვს დასამზადებელი, უფრო სწორად დამზადებული გვაქვს მონახაზი და ელექტრონული ვერსია უნდა შევქმნათ.
ვისწავლეთ: როგორ მოვძებნოთ ინფორმაცია, რომელ ენაზე ჯობია ჩავწეროთ საძიებო სიტყვა,როგორ გადმოვიტანოთ მოძიებული ინფორმაცია და გამოვიყენოთ, მე ამის ცოდნა ყველაზე მეტად მჭირდება--ჩემი პროექტიც ხომ ინფორმაციის მოპოვებაზეა.
შესწავლილი იქვე გადავამოწმე: მოვიძიე და გადმოვიტანე სურათები ბუკლეტისთვის.
შემდეგ გადავედით უველაზე მნიშვნელოვანეზე და ეს არის პრეზენტაცია. შევისწავლეთ პრეზენტაციის მომზადება, მუშაობა "PowerPoint"-ში. როგორ ავარჩიოთ სლაიდის ფერი, როგორ შევქმნათ სლაიდები და როგორი თანმიმდევრობით დავალაგოთ, სლაიდების რაოდენობა, გაფორმება და ყველა დეტალი კარგი პრეზენტაციის მომზადებისათვის.
და ესოდენ შრომატევადი ტრენინგი საშინაო დავალებით დავამთავრეთ:
1. დავწეროთ და გამოვაქვეყნოთ მეხუთე დღის რეფლექსია
2.შევქმნათ ბროშურის ელექტრონული ვარიანტი
3.მოვამზადოთ პედაგოგის პრეზენტაცია

Комментариев нет:
Отправить комментарий