воскресенье, 1 марта 2015 г.

დღე მერვე რეფლექსია

    ტრენინგი როგორც წესი საშინაო დავალებით დავიწყეთ. მე გაკეთებული მქონდა მოსწავლის პრეზენტაცია და მხოლოდ სვეტოვანი დიაგრამის ჩასმა იყო საჭირო, რაშიდაც ტრენერი დამეხმარა, ჩექლისტიც კარგად მქონდა შესრულებული. შემდეგ შევუდექით ახალი მასალის ათვისებას, დრაივში გადავამოწმეთ წინა თრენინგზე შექმნილი საქაღალდეები, ვისწავლეთ დოკუმენტის ატვირთვა დრაივში სხვადასხვა გზით.
     შემდეგ პორტფოლიოში შევიტანეთ დამთავრებული დოკუმენტები, და განვალაგეთ შესაბამის საქაღალდეებიში. ამის შემდეგ ვისწავლეთ დრაივზე განთავსებული პორტფოლიოს დადება ბლოგზე, გაზიარება.ყველა ეტაპი ჩავიწერე და რამდენიმეჯერ გავიმეორე -- ვისწავლე ,  თან გავიმეორეთ გვერდის დამატება ბლოგზე.
  შესვენების შემდეგ ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე, განვიხილეთ სახელმძღვანელოს მეშვიდე მოდული. შემდეგ მივიღეთ საშინაო დავალება.
. პროექტის გეგმა დავასრულოთ, ანუ შევავსოთ:1 დიფერენცირებული სწავლება
2. სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები
3.  დანარჩენი ყველა რესურსების გრაფა
4. მოვემზადოთ პორტფოლიოს წარდგენისთვის.

пятница, 27 февраля 2015 г.

დღე მეშვიდე რეფლექსია

დღე საშინაო დავალების განხილვით დავიწყეთ.უფრო სწორად შესწორებების შეტანით.მე გეგმა ბოლომდე მქონდა შევსებული და შეფასების რუბრიკები მქონდა დასამთავრებელი. შვავსე კოლაბორაციული შეფასების რუბრიკა და პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა.
შემდეგ გადავედით დრაივში მუშაობაზე, წინა ტრენინგზე შექმნილი საქაღალდის გარდა შევქმენით სხვა საქაღალდეებიც, და მოვამზადეთ მზა და დასრულებული დოკუმენტების შესატანად.ჯერ მხოლოდ შეფასებების საქაღალდეში შევიტანე დოკუმენტი, ვისწავლეთ დრაივში დოკუმენტის თემისა და დიზაინის შეცვლა.
 შემდეგ განვიხილეთ სახელმძღვანელოს 3. მოდული_კავშირები. ანუ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები, სოც ქსელები, შეიძლება ჩავატაროთ ვიდეო კომენტარი და კლასში განვიხილო ეს საკითხი. ვისაუბრეთ ინფორმაციის მოპოვებისას თუ რა მნიშვნელობა აქვს საავტორო უფლებებს და როგორ მივხვდეთ დაცულია თუ არა ინფორმაცია.
 განვიხილეთ სახელმძღვანელოს მეოთხე მოდული და მივიღეთ საშინაო დავალება:
1.მოსწავლის ნიმუშის ჩექლისტის შექმნა
2. პრეზენტაციის მომზადება_მოსწავლის ნიმუში
3. თუ რაიმე დოკუმენტი დაგვრჩა დაუსრულებელი, მოვაწესრიგოოოოოოოოოოოთ/

среда, 25 февраля 2015 г.

დღე მეექვსე რეფლექსია

თრენინგი პედაგოგის პრეზენტაციის განხილვით დავიწყეთ. ვისაც ასე თუ ისე მომზადებული გვქონდა პრეზენტაცია. მეც ჩემი ნამუშევარი წარმოვადგინე. ბოლომდე სრულყოფილი არ მქონდა. უნდა დავასრულო, თან შევავსო საკვანძო კითხვების და შეფასების სლაიდი, ასევე შინაარსობრივ სტანდარტებსა და ინდიკატორებში შევიტანო შესწორება.
  შემდეგ წარმოვადგინეთ ბუკლეტების ელექტრონული ვერსია, ჩემმა ბუკლეტმა მოწონება დაიმსახურა, რათქმაუნდა გამიხარდა.
   საშინაო დავალების განხილვის შემდეგ გადავედით ბლოგის ელემენტების შესწავლაზე. განვიხილეთ ბლოგის დიაგრამა, განვიხილეთ სახელმძღვანელოს მეხუთე მოდულის 1 და 2 აქტივობები. "შეფასების სტრატეგიები" და "მოსწავლეთა შეფასების ფორმების შედგენა"
 შემდეგ გადავედით ეგრეთწოდებული დრაივის შექმნაზე.შევისწავლეთ თუ როგორ შევქმნათ დოკუმენტები დრაივში და როგორ გ.ამოვიყენოთ შემდგომი მუშაობისას. მე შევქმენი შეფასებების საქაღალდე და შევიტანე მასში შეფასების რუბრიკა. სახლში კიდევ შევქმნი სხვა დოკუმენტს.
 თრენინგის ბოლოს როგორც ყოველთვის საშინაო დავალება, ამჯერად დავალება მეტია სისტემაში უნდა მოვიყვანოთ ნამუშევრები რადგან ტრენინგი დასასრულს უახლოვდება:
1. დავასრულოთ გეგმა, ანუ შეფასების გეგმა შევავსოთ და სხვა საკითხები
2. გავამზადოთ პრეზენტაციის რუბრიკა
3. გავამზადოთ კოლაბორაციული შეფასების რუბრიკა
4. დავასრულოთ  პედაგოგის პრეზენტაცია.
აუუუუუუუუუუუუუუუუ.............რამდენიააააააააა
იმედია შევძლებ.
   

суббота, 21 февраля 2015 г.

დღე მეხუთე-რეფლექსია

თრენინგი მეოთხე დღის რეფლექსიის განხილვით დავიწყეთ, რადგანაც არავის არ ჰქონდა სრულყოფილად დაწერილი, მხოლოდ ქალბატონ ელენეს და შექებაც მან დაიმსახურა. მართლა კარგად დაუწერია, მეც შევავსე ჩემი რეფლექსია და სხვებმაც.
შემდეგ ვისწავლეთ თუ როგორ დავამატოთ ბლოგზე გვერდები. ეს რათქმაუნდა მჭირდება, ზოგი ინფორმაცია უნდა შევინახო, ზოგიც გამოვაქვეყნო. მე სამი გვერდი დავამატე:
1. მთავარი----------------- აქ ჯერ არაფერი მაქვს
2.ჩემს შესახებ---------------  ცოტა  ჩავწერე, მერე შევავსებ
3ფოტოგალერეა-------------- ვცადე ფოტო შემეტანა, გამომივიდა.
შემდეგ გადავედით "|Google"-ს საძიებო სისტემის გამოყენების შესწავლაზე,რადგან ბუკლეტები გვაქვს დასამზადებელი, უფრო სწორად დამზადებული გვაქვს მონახაზი და ელექტრონული ვერსია უნდა შევქმნათ.
ვისწავლეთ: როგორ მოვძებნოთ ინფორმაცია, რომელ ენაზე ჯობია ჩავწეროთ საძიებო სიტყვა,როგორ გადმოვიტანოთ მოძიებული ინფორმაცია და გამოვიყენოთ, მე ამის ცოდნა ყველაზე მეტად მჭირდება--ჩემი პროექტიც ხომ ინფორმაციის მოპოვებაზეა.
შესწავლილი იქვე გადავამოწმე: მოვიძიე და გადმოვიტანე სურათები ბუკლეტისთვის.
      შემდეგ გადავედით უველაზე მნიშვნელოვანეზე და ეს არის პრეზენტაცია. შევისწავლეთ  პრეზენტაციის მომზადება, მუშაობა "PowerPoint"-ში. როგორ ავარჩიოთ სლაიდის ფერი, როგორ შევქმნათ  სლაიდები და როგორი თანმიმდევრობით დავალაგოთ, სლაიდების რაოდენობა, გაფორმება და ყველა დეტალი კარგი პრეზენტაციის მომზადებისათვის.
და ესოდენ შრომატევადი ტრენინგი საშინაო დავალებით დავამთავრეთ:
1. დავწეროთ და გამოვაქვეყნოთ მეხუთე დღის რეფლექსია
2.შევქმნათ ბროშურის ელექტრონული ვარიანტი
3.მოვამზადოთ პედაგოგის პრეზენტაცია

воскресенье, 15 февраля 2015 г.

დღე მეოთხე-რეფლექსია

დღეს გნვიხილეთ დავალებები, უმრავლესობას ისე გვქონდა შესრულებული, რომ დახმარება დაგვჭირდა "მიმართულებების მიმცემი კითხვების" შერჩევაში. პირადად მე არასწორად მქონდა განთავსებული თემატური და შინაარსობრივი კითხვები, საერთოდ შევცვალე ზოგადი კითხვა.
შემდეგ შევისწავლეთ კომენტარის გაკეთება პოსტებზე და გავაკეთეთ კომენტარები ერთმანეთის პოსტებზე.
    შემდეგ განვიხილეთ შფასების სქემა ანუ ხუთი სტრატეგია და ქვეპუნქტები, ვიმსჯელეთ თითოეული სტრატეგიის გამოყენებაზე და დანიშნულებაზე, რადგან შემდეგისთვის ამ სტრატეგიებს ჩვენს პროექტს მივუსადაგებთ და გამოვიყენებთ.
    განვიხილეთ მეორე მოდულის მესამე და მეოთხე აქტივობები და სახლში
  დავალებაა:
      გავაანალიზოთ მეორე მოდულის მესამე და მეოთხე აქტივობები და პროექტის გეგმის შაბლონში შევავსოთ მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები, შეფასების გეგმა.
 დავფიქრდეთ იმ მეთოდებზე, რომლებსაც გამოვიყენებთ ჩვენს პროექტებში.

пятница, 13 февраля 2015 г.

დღე მესამე


განვიხილეთ საშინაო დავალებები, სრულყოფილი არ იყო ჩემი გეგმის შინაარსი. ანუ აქტივობებიც უნდა ჩანდეს შინაარსში. ჩავამატებ. ბუკლეტი სწორად მქონდა გაკეთებული, ცოტა ცვლილებები შევიტანე.
ვისწავლეთ ბლოგის ინსტრუმენტები და მათი გამოყენება. შევცვალე ბლოგის ფონი და სხვა რამეებიც.
შემდეგ გადავედით ზოგადი, თემატური და შინაარსობრივ კითხვებზე, ჯგუფებში ვიმუშავეთ, წარმოვადგინეთ და ვიმსჯელეთ თითოეულ კითხვაზე.
დავალება:  ჩვენი თემიდან გამომდინარე კითხვები უნდა შევადგინოთ, კითხვების შედგენისას უნდა გამოვიყენოთ "მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკა" 

1. ზოგადი: რატომ აგროვებენ მონაცემებს და რისთვის არის საჭირო სტატისტიკური ანალიზი?

2. თემატური:     1. როგორ შევაგროვოთ მონაცემები?
                           2.თქვენი აზრით მონაცემთა წარმოდგენის რომელი ხერხია უფრო მოსახერხებელი? რატომ?
                           3თქვენ რომელი ხერხი გირჩევნიათ?
 3. შინაარსობრივი: 1.რა არის სტატისტიკა? 
                               2 მონაცემთა წარმოდგენის რა ხერხები არსებობს?
                               3. როგორ წარმოვადგინოთ მონაცემები სიხშირეთა ცხრილებით?
                               4 . როგორ წარმოვადგინოთ მონაცემები  სვეტოვანი დიაგრამით?
                               5 .როგორ წარმოვადგინოთ მონაცემები პიტოგრამით?
                               
                              

დღე მეორე

გავეცანით პროექტებით სწავლების სახელმძღვანელოს პირველ მოდულს, ვისწავლეთ პორთფოლიოს შექმნა, ბლოგის შექმნა, ვიმუშავეთ პროექტის გგმებზე და ვისწავლეთ ინტერნეტ ტექნოლოგიების გამოყენება.
ზოგადად გავეცანით ბროშურის სტრუქტურას და უნდა გავაკეთოთ  მონახაზი სახლში.

დღე პირველი

გავეცანით ტრენერს,  თრენინგის მიზნებს და სხვადასხვა ინტერნეტ მისამა
რთებს რომლებსაც გამოვიყენებთ მუშაობის პროცესში. ვიმუშავეთ სახელმძღვანელოს პირველ და ნაწილობრივ მეორე მოდულზეც. 
დავალება: უნდა შევარჩიოთ პროექტის თემა , დავწეროთ გეგმა ნიმუშის მიხედვით. მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებამდე.